Thursday, November 10, 2011

შუადღის "სტუმარი"

2011 წლის 7 ნოემბერი...
თბილისში პირველი თოვლი მოვიდა...
მართალია, არ დაუდია და ტალახის გარდა არაფერი მოუტანია, მაგრამ მაინც გაახალისა მრავალი ადამიანის თვალი თუ გული. რაღაც სხვა ფერი შემოიტანა ჩვენს ერთფეროვან ცხოვრებაში.
გარეთ ციოდა, მაგრამ რუსთავი 2 ის საეთერო სტუდია "სტუმარის" თბილი ჰანგებით ივსებოდა.
"სტუმარი" ამჯერად გადაცემა "შუადღის" სტუმარი იყო. ის სრულიად შემთხვევით დაპატიჟეს გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად. ალბათ Youtube ზე მოისმინეს, მოეწონათ და გადაწყვიტეს მოეწვიათ.
მიუხედავად დიდი რეპერტუარისა და სურვილისა, მაინც ვერ მოხერხდა ორ სიმღერაზე მეტის შესრულება. გადაცემის მესამე, მუსიკალური ბლოკი "ჩიორამ" გახსნა, რასაც მცირე დიალოგი მოჰყვა. კიდევ ერთხელ გაიხსენეს, როგორ დაერქვა ანსამბლს ეს სახელი, რამდენი ალბომი აქვს ჩაწერილი, როგორ გაიცნეს ერთმანეთი წევრებმა და ა.შ.
დასასრულს კი წამყვანებთან ერთად იმღერეს "შუქურვარსკვლავი". დიმას გარდა ყველამ შესძლო ხმის შეწყობა და არც თუ ისე ურიგო რამ გამოვიდა.  
ამდენ ლაპარაკს, აჯობებს თავად იხილოთ და შეაფასოთ...


Tuesday, February 8, 2011

Geneva Evening

"ჟენევის საღამო" - პირობითათ ასე ვუწოდეთ მელოდიას, რომელიც თებერვლის ერთ საღამოს ჩაიწერა ანსამბლ "სტუმარის" მეგობართან Rafael Crohas თან სახლში.
"სტუმრის" წევრი დავით ხოსიტაშვილი ამჯერად რეალურად აღმოჩნდა სტუმრის ამპლუაში.


Geneva evening by Datiko



Thursday, January 27, 2011

აფრიკულ-ქართული ერთობლივი კონცერტი

საქართველოს ცნობილი პერკუსიონისტი მორგან ბანგისა ეწვია.



მისი და ანსამბლ "სტუმარის" შეხვედრა სრულიად შემთხვევით მოხდა. ჯგუფის წევრებმა ის რეპეტიციაზე დაპატიჟეს. ერთობლივმა შესრულებამ იმდენად მოხიბლა მუსიკოსები, რომ გადაწყვიტეს ეს ყველაფერი სცენაზე გადაეტანათ. კონცერტი კლუბ 33 ა-ში 27 იანვარს გაიმართა.
კონცერტზე ასევე დაუკრეს "სტუმარის" მეგობრებმა - ტატო ჯინჯიხაძემ (გიტარა) და ირაკლი ქოიავამ (პერკუსია)