Saturday, June 12, 2010

"სტუმარი" და გუგული მატარებელი


Hope Box - ასე ეწოდებოდა ჰოლანდიურ ორგანიზაციას, რომელმაც გადაწყვიტა დევნილი ბავშვებისათვის ერთი ლამაზი დღე ეჩუქებინა. მათ მხარში საქართველოს რკინიგზა ამოუდგა და 3 ივნისს ყველა ერთად ბორჯომიდან მიმავალ გუგული მატარებელს დაემგზავრა. მატარებლის მგზავრები იყვნენ ბავშვები, ჟურნალისტები, საქართველოს პირველი ლედი, რადიო "მუზას" კოლექტივი და ჯგუფი "სტუმარი"...
ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს ჩვენი ბავშვობის "კუკუშკა", რომელიც დათოვლილი ბაკურიანისაკენ მიიკვლევდა გზას, თუმცა, ამჯერად მისი ცნობა ცოტათი გაგიჭირდებოდათ: აქციის ორგანიზატორებს ის ნაირფერად მოეხატათ და ისედაც მხიარული მატარებელი მთლად გასართობ ატრაქციონად გადაექციათ.
სტუმარმა მეტად გაახალისა ბავშვები, როდესაც მათთვის ჯერ "ტოროლა და ოლოლი", შემდეგ კი "წიქარა და ნიკორა" შეასრულა. ისინი მხიარულად ყვებოდნენ მუსიკისა და მოქანავე გუგული მატარებლის რიტმს :) ულამაზესი ბუნების ფონზე გაიჟღერა "ჩანახატმაც"...
"სტუმარის" ხალისიანი მუსიკა ჰარმონიულად ეხამებოდა ბავშვების ჟივილ-ხივილსა და გუგული მატარებლის არითმიულ კაკუნს.






დიდი მადლობა ჩვენს მეგობარს ლაშა გაბუნიას მოწოდებული ფოტოებისთვის.
ჯგუფი "სტუმარი" ასევე დიდ მადლობას უხდის აქციის ორგანიზატორს რიენკე ენგჰარდტს მოწვევისთვის.


No comments:

Post a Comment